იტალიაპოლიტიკა

რომში კონგოში თავდასხმისას დაღუპული ელჩის და კარაბინერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს (ვიდეო)

რომში კონგოში თავდასხმისას დაღუპული იტალიის ელჩის, 43 წლის ლუკა ატანაზიოს და მისი თანმხლები კარაბინერის, 30 წლის ვიტორია იაკოვაჩის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია მიმდინარეობს. სამფეროვან დროშაში შეხვეული ჩასასვენებლები იაკოვაჩის მე-13 პოლკის კარაბინერებმა Santa Maria degli Angeli e dei Martiri-ს ეკლესიაში მიიტანეს.

ცერემონიაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, სხვა მინისტრები და მაღალი რანგის პირები.

დაღუპულთა ოჯახის წევრებიდან დაკრძალვას ესწრება ლუკა ატანაზიოს მეუღლე შავი ვუალით, თავისი ერთ-ერთი ქალიშვილით ხელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, უკანასკნელ გზაზე გააცილონ დაღუპულები და კოვიდ-რეგულაციების გამო ცერემონიის დასაწყისში ეკლესიაში ვერ მივიდნენ, ფარნეზინას (საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა) წინ შეიკრიბნენ და დუმილით გამოხატეს პატივისცემა.

ელჩის და კარაბინერის ცხედრები 23 თებერვალს გვიან საღამოს ჩამოასვენეს რომში კონგოდან.

თავდასხმა გაეროს მისიის (MONUSCO) ავტომანქანების კოლონაზე 22 თებერვალს დილით მოხდა გომაში, როდესაც მისიის წარმომადგენლები რუტშურუში მიდიოდნენ ადგილობრივი სკოლისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

ამავე თემაზე: შეიარაღებული თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close