საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი კოვიდპასპორტის მქონე ტურისტებს მიიღებენ
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, კოვიდპასპორტის მქონე ტურისტები აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შეთანხმებას, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი პირველი აპრილიდან შევა ძალაში. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ეს შეთანხმება ერთ-ერთი პირველია, რომელიც კოვიდპასპორტის მქონე ტურისტებს მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე კი შესაძლებელია დაინერგოს მოგზაურობის ანალოგიური მოდელი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.
bm.ge
კომენტარები