newsსაბერძნეთი

მთამსვლელი ქალი ოლიმპოს მთაზე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

კვირას, 15 აპრილს ინციდენტი მოხდა საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე – სპორტსმენი ქალი 500 მეტრი სიღრმის ხრამში ჩავარდა. სამაშველო სამსახურის ოპერატიულობის წყალობით უბედური შემთხვევის თავიდან აცილება მოხერხდა.


მთამსვლელ ქალს ძალიან გაუმართლა – ფერდობი თოვლით იყო დაფარული და მსუბუქად დაეცა. ჯგუფის წევრებმა სამაშველო სამსახურს დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. მაშველებს ქალის ამოსაყვანად შვეულმფრენის გამოყენება დასჭირდათ. „სუპერ პუმას“ ეკიპაჟმა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა და მთამსვლელი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close