წელს ათენის აეროპორტს 24 ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორის, ქუთაისი

სწრაფი ტემპებით ვითარდება ტურიზმი საბერძნეთში და ყოველწლიურად იზრდება მგზავრთა ნაკადი. წელს ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. მათი დიდი ნაწილი ათენის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობს.

წელს ათენის საერთაშორისო აეროპორტს 24 ახალი მიმართულება დაემატა. სასიამოვნოა, რომ 4 ახალი ავიაკომპანიიდან ორი საქართველოსთან არის დაკავშირებული. კერძოდ, უკვე დაიწყო რეისების შესრულება თბილისი – ათენის მიმართულებით ქართულმა სახელმწიფო ავიაკომპანია „აირზენა – საქართველის ავიახაზებმა“. მაისიდან უნგრული „ვიზ ეარი” ქუთაისი – ათენის მიმართულებით იწყებს მგზავრების გადაყვანას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურისტული ნაკადის ზრდა საბერძნეთის მიმართულებით 2019 წლამდე გაგრძელდება, შემდგომში კი ზრდის ტემპის დაცემას ელოდებიან. არაბულ ქვეყნებში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეგვიპტეს, მაროკოსა და ტუნისს ბევრი ტურისტი დააკარგვინა, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე სტაბილურობის ფაზაში შედიან და მომავალი წლიდან ტურისტების დიდ ნაწილს დაიბრუნებენ.

კომენტარები
Загрузка...