რომის პაპმა ფრანცისკემ ბებიების და პაპების საერთაშორისო დღე დააწესა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
„ბებიები და პაპები ხშირად დავიწყებულნი არიან. მოდით, ნუ დავივიწყებთ ამ სიმდიდრეს, გავუფრთხილდეთ ფესვებს და მათ გაგრძელებას“, – განაცხადა პაპმა ანგელუსის (ტრადიციული კათოლიკური ღვთისმსახურება) დროს. „სიბერე საჩუქარია“, – დასძინა მან.
პონტიფიკოსმა ბებიების და პაპების საერთაშორისო დღედ ივლისის მეოთხე კვირა დღე დაასახელა. სწორედ ამ დროს არის მაცხოვრის ბებიისა და პაპის, წმინდა ანასა და წმინდა იოაკიმეს ხსენების დღე.
წელს ბებიების და პაპების პირველი საერთაშორისო დღე 25 ივლისს აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით პაპი თავად წარუძღვება მესას წმინდა პეტრეს ტაძარში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისდ.
კომენტარები