საქართველოს საელჩო საბერძნეთში ახალ მისამართზე გადავიდა
როდის აღდგება საკონსულო მომსახურებები?
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში დღეიდან, 27 იანვრიდან ათენში ახალ შენობაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„ძვირფასო თანამემამულეებო,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გადადის ახალ შენობაში (მისამართი: არგონავტონის ქ. Ν 11, ხალანდრი, საფოსტო კოდი 152 32 / οδ. Αργοναυτών 11, Χαλανδρι, Τ.Κ 152 32).
საელჩოს შენობის შეცვლასთან დაკავშირებით, 28 იანვრიდან 3 თებერვლამდე გათიშული იქნება ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებები. შესაბამისად, შეზღუდულად განხორციელდება საკონსულო ფუნქციები.
3 თებერვლიდან აღდგება გარკვეული მომსახურებების გაწევა, კერძოდ, დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა და ცნობების მიღება/გაცემა საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
საკონსულო მომსახურებების სრულად აღდგენის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
აქვე გაცნობებთ, რომ საკონსულო მომსახურეობის სრულად აღდგენამდე მოქალაქეთათვის ფუნქციონირებს ორი ცხელი ხაზი: +30 699 577 9793 +30 694 610 2994“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები