მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

კომაში მყოფმა რუსმა დეპუტატმა გარდაცვალების დღეს 8 კანონს „დაუჭირა მხარი“

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, „კომუნისტური პარტიის“ წევრის, ვახა აგაევის ხმა დაფიქსირებულია 8 კანონპროექტის კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ ის კომაში იმყოფებოდა და ხსენებული კანონპროექტების განხილვის დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს დისტანციურად ხმის მიცემა ან უფლებამოსილების კოლეგებისთვის გადაცემა ეკრძალებათ. მიუხედავად ამისა, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჰოსპიტალიზებული აგაევი პარლამენტის რამდენიმე პლენარულ სხდომაში მონაწილეობდა. გარდაცვალების დღეს, 29 სექტემბერს, მან 8 კანონპროექტს „დაუჭირა მხარი“.

აღსანიშნავია, რომ „კომუნისტური პარტიის“ კიდევ ერთი წევრი, ვალენტინ შურჩანოვი, რომელიც 18 დეკებმერს კორონავირუსით გარდაიცვალა, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა და ფილტვების ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი იმაში, რომ დეკემბერში პარლამენტის სამ სხდომას „დასწრებოდა“.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close