იტალიაკრიმინალისაზოგადოება

„ჩვენც გვაქვს გული“ – იტალიაში გამტაცებლებმა ავტომობილი დააბრუნეს, როდესაც პატრონის ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეს (ვიდეო)

იტალიაში, ქალაქ ბარიში შშმ პირს სპეციალურად ადაპტირებული ავტომობილი მოპარეს, თუმცა როდესაც მისი პატრონის ავადმყოფობის შესახებ გაიგეს, გამტაცებლებმა ავტომობილი უკან დააბრუნეს ბოდიშის წერილით. ამის შესახებ repubblica.it წერს. 

იანვრის შუა რიცხვებში იტალიელმა ახალგაზრდა ქალმა, რიტა დამიანიმ  სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავტომობილი მოპარეს, რომელიც სავარძელს მიჯაჭვული დედისთვის სპეციალურად შეიძინა ოჯახმა და სულ ახლახან დაამთავრა ავტომობილის განვადების თანხის გადახდა. ავტომობილი Fiat Doblo ქალაქ ბარის საავადმყოფოს (ospedale Di Venere di Bari) ავტოსადგომიდან გაიტაცეს 13 იანვარს. როგორც რიტა დამიანი წერს, მანქანა სპეციალურად ადაპტირებულია შშმ პირისთვის და აღჭურვილია პანდუსით და ინვალიდის სავარძლით.

„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ის“, – დაწერა დაზარალებული ქალის შვილმა ფეისბუქში.

მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა გააზიარა. და აი, 2 დღის შემდეგ ავტომობილი ბარის გარეუბანში, ვალენცანოში აღმოაჩინეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა ის თავის სახლთან ნახა გაჩერებული და პოლიცია გამოიძახა.

დაბრუნებული „ფიატის“ უკანა სავარძელზე გამტაცებლებმა წერილი დატოვეს, რომელშიც ბოდიში მოიხადეს:

„ჩვენც გვაქვს გული, გვაპატიეთ, არ ვიცოდით თქვენი ავადმყოფობის შესახებ“, – ეწერა წერილში.

ავტომობილის დაბრუნების ამბავმა ძალიან გაახარა მარია ელენა ბარილე დამიანი (Maria Elena Barile Damiani), რომელსაც 30 წლის წინ დაუსვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. დაავადებამ იგი ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა, ხოლო სპეციალურად ადაპტირებული ავტომანქანის წყალობით თავისუფლების ნაწილი დაიბრუნა, რადგან შეუძლია მოგზაურობა, მათ შორის, მესაზე წასვლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close