პოლიტიკასაქართველო

გაწევ-გამოწევა პირდაპირ ეთერში – ალეკო ელისაშვილი VS მამუკა ხაზარაძე (ვიდეო)

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს „უსინდისო“ და „მატყუარა“ უწოდა, ელისაშვილმა კი მას - „ხალხის მყვლეფავი“

„რუსთავი2“-ის ეთერში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს „უსინდისო“ და „მატყუარა“ უწოდა, ელისაშვილმა კი მას – ხალხის მყვლეფავი“.

ხაზარაძემ ელისაშვილი ოპოზიციის დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.

„შენ შემოხვედი გვიან და გკითხე, რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ… სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო… არ გითხარი, ნებისმიერ ომში გამოგყვებითქო“, – უთხრა ალეკო ელისაშვილმა.

„თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა“, – უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

ხა­ზა­რა­ძის განსაკუთრებული გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია, სა­დაც თქვა, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სან“ „ზურგს უკან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­და“. ხა­ზა­რა­ძემ ელისაშვილს კიდევ ერთხელ უწოდა მატყუარა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: მა­ტყუ­ა­რა ხარ. და­ამ­ტკი­ცებ, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე „ოც­ნე­ბას­თან“ მო­ლა­პა­რა­კებს. მე არ და­გი­ნა­ხო ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე. მე შენ ხელს არ ჩა­მო­გარ­თმევ. ეს იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ღირ­სე­ბას და სი­ტყვას უნდა ჰქონ­დეს ფასი…

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: სულ შენი გა­და­სა­წყვე­ტია, მო­ვალ თუ არა ოპო­ზცი­ურ შეხ­ვედ­რებ­ზე. გიგა ბო­კე­რი­ას დაკ­რულ­ზე რომ და­დი­ხარ. მა­ტყუ­ა­რაც ხარ, უსინ­დი­სოც და ხალ­ხის მყვლე­ფა­ვიც. თვა­ლებ­ში რო­გორ მი­ყუ­რებ? სი­ტყვა-სი­ტყვით არ მი­თხა­რი, რა­საც ვამ­ბობ? ამის მერე რა უნდა გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ბან­კი­რე­ბის­გან და ხალ­ხის მყვლე­ფა­ვე­ბის­გან არა­ფე­რი მიკ­ვირს. ომია ძმა­აოო, ეგ სი­ტყვე­ბი არ მი­თხა­რი? ბო­კე­რის გვერ­დით რომ იჯე­ქი….

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: ამ­ხე­ლა ტყუ­ი­ლე­ბი სად ის­წავ­ლე. შენ ჩვენს გვერ­დით არ გა­ი­ა­რო! საქ­მე არ გვაქვს მა­ტყუ­ა­რა ხალ­ხთან…

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: არა­სო­დეს ქვეყ­ნის ბედი არ გა­ღელ­ვებ­და. ხალ­ხს რომ ქუ­ჩა­ში ხო­ცავ­დნენ, იდე­ქი და ხალ­ხს ბი­ნი­დან ყრი­დი. ახლა შე­გიყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა? სა­ნამ და­ჭე­რის პრობ­ლე­მა არ შე­გიქ­მნეს, არ გა­გახ­სენ­და ქვე­ყა­ნა… შენ ის კაცი არ ხარ, პატიმრებს ძვლებში რომ ამტვრევდნენ ციხეში, მერაბიშვილი რომ გირეკავდა და კრედიტებს უფორმებდი…

მწვა­ვე დაპირისპირების დროს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ერ­თმა­ნე­თის­კენ გა­ი­წი­ეს, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close