არტისტი

რატომ შეაჩერა და შემდეგ გაწყვიტა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი

13 იანვარს ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. 

​„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯერ კიდევ 9 იანვარს იუწყებოდა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერების თაობაზე.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე “, – ნათქვამი იყო თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართველმა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close