სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში „მსოფლიო მასტერსზე“ 2 ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში (ყატარი) 11-13 იანვარს გამართულ „მსოფლიო მასტერსზე“ წარმატებით იასპარეზა: 2 ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ამ „ნადავლით“ ბრუნდება ნაკრები საქართველოში.

ტურნირის მესამე დღე ყველაზე წარმატებული გამოდგა: ქართველებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილი დაიკავა, გუშინ, 12 იანვარს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა ჩემპიონი და ოქროს მედალს დაეუფლა.

დღეს, 13 იანვარს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა გვასახელა – ვარლამმა ყველა ორთაბრძოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და ღირსეულად დაეუფლა ოქროს მედალს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა – იგი ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლაშა ბექაური კი იმავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2021 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე თექვსმეტი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ნიკო აბაშიშვილი

ნახეთ ვარლამ ლიპარტელიანის ჭიდაობა ფინალში:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close