„ბოლოჯერ გეკითხები, დედიკო უფრო გიყვარს თუ დედიკო?“ – ნიკოლასის პასუხს ვერ გამოიცნობთ (ვიდეო)
თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში უმცროსი შვილის, ნიკოლასის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
ანუკი თავის გამომწერებს ნიკოლასის მსგავსი შინაარსის ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.
„ბოლოჯერ გეკითხები, დედიკო უფრო გიყვარს თუ დედიკო?“ – ეკითხება ანუკი შვილს. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უსაყვარლესი ნიკოლასის პასუხი უცვლელია.
კახა და ანუკი დაახლოებით 12 წელია, რაც ერთად არიან, წყვილს 4 ვაჟი ჰყავს.
კახასა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, როდესაც „მილანის” ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, ანუკი არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი იყო.
კახასა და ანუკის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი და ტემპი აქვთ, ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად თბილისის მერის პოზიციას იკავებს, ანუკიმ კი სამოდელო კარიერაზე საკუთარი ნებით უარის თქმის შემდეგ დიზაინერობას მიჰყო ხელი და რამდენიმე წლის წინ შექმნა ქართული ბრენდი ANOUKI, რომელმაც ყველაზე პრეტენზიული შემფასებლების კომპლიმენტებიც კი დაიმსახურა.
კომენტარები