ვიდეომსოფლიო

ავტოავარიაში მოყოლილი სპლიყვი მაშველმა სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

„10 წუთის განმავლობაში გულის მასაჟს ვუკეთებდი, როდესაც თვალები გაახილა, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა“

მანა შრივატე ტაილანდელი მაშველია, რომელმაც გასულ კვირას ჩანტაბურის პროვინციაში სპლიყვი სიკვდილს გადაარჩინა.

გზაზე მიმავალ სპლიყვს მოტოციკლეტი დაეჯახა. საბედნიეროდ, ინციდენტს გამოცდილი მაშველი შრივატე შეესწრო და ცხოველს პირველადი დახმარება გაუწია.

„26 წელია, მაშველი ვარ, არაერთი ადამიანი მყავს გადარჩენილი, მაგრამ სპილოსთვის პირველადი დახმარება აქამდე არ გამიწევია. 10 წუთის განმავლობაში გულის მასაჟს ვუკეთებდი, როდესაც თვალები გაახილა, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. ჩემ მიერ გადარჩენილი სპლიყვი დედასთან მალევე მივიყვანეთ, ვფიქრობ თავს კარგად გრძნობს“, – ამბობს მაშველი.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close