საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად. ხსენებული გადაწყვეტილება ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.
შესაბამისად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური უქმე/დასვენების დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:
- ბუნებრივი კატასტროფა;
- ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
- საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
- სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა“.
კომენტარები