პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა

საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი საბერძნეთის მოქალაქეა.

ინფორმაციას „როიტერი“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთი ადამიანი როდოსზე თურქეთის საკონსულოში მუშაობდა, მეორე კი მზარეული იყო სამგზავრო გემზე, რომელიც როდოსი-კასტელორიზოს მარშრუტზე კურსირებდა“, – განუცხადა სააგენტოს საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დაკავებული საბერძნეთის მუსლიმური  უმცირესობის წარმომადგენელია და მათ რამდენიმე თვის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს ბრალად ედება ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ამსახველი ფოტოების თურქეთისთვის მიწოდება.

„როიტერი“ წერს, რომ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.

ნატოს წევრ ორ ქვეყანას – საბერძნეთს და თურქეთს შორის დიდი ხანია დაძაბულობა არსებობს გაყოფილ კუნძულ კვიპროსთან და ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში სეისმური კვლევების საკითხთან დაკავშირებით.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close