მსოფლიოnewsსაქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აირჩიეს
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2020/12/გოჩა-ლორთქიფანიძე.jpg)
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.
ეს საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის ICC-ის კოლეგიის წევრად არჩევის პირველი შემთხვევაა. ლორთქიფანიძემ კენჭისყრის მეორე რაუნდში 76 ხმა მიიღო. მისი უფლებამოსილება ამ პოსტზე 9 წლის ვადით არის განსაზღვრული.
გოჩა ლორთქიფანიძე თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. იგი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა.
კომენტარები