რატომ გადაწყვიტა აშშ-ში საქართველოს საელჩომ მადლიერების დღეს ამერიკელებს ნონა გაფრინდაშვილი გააცნოს
აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს.
„ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ნონა გაფრინდაშვილი დიდ ბრიტანეთში 28 მოჭადრაკეს ეთამაშება.
„ეს ფოტო მათთვის, ვინც შთაგონებულია შესანიშნავი ფილმით „დედოფლის გამბიტი“. ფოტოზე ჭადრაკის ნამდვილი ლეგენდა ნონა 1965 წელს ერთდროულად 28 მოჭადრაკეს ეთამაშება“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.
აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოზე არიან კაცი მოჭადრაკეებიც, ხოლო ფილმ „დედოფლის გამბიტის“ ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ამბობს, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაცთან არასდროს უთამაშია ჭადრაკი.
Happy Thanksgiving! We are thankful to the talented and courageous people, who shine bright and bring pride to our…
Posted by Embassy of Georgia to the United States on ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2020
მინისერიალი „დედოფლის გამბიტი“ Netflix-ის ახალი რეკორდსმენი გახდა.
სერიალმა პრემიერიდან 28 დღეში 62 მილიონი ნახვა მოაგროვა, რაც სტრიმინგ სერვისისთვის აბსოლუტური რეკორდია. გარდა ამისა, 92-იდან 63 ქვეყანაში სერიალმა ყოველდღიურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. საძიებო სისტემა Google-ში კი ჭადრაკის შესახებ გვერდების მოძიების სიხშირემ 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
„ლაზიერის გამბიტი“1983 წელს დაწერილ უოლტერ ტევისის ბესტსელერს ეფუძნება. მინისერიალის მთავარი გმირი ვირტუოზი მოჭადრაკე ელიზაბეთ ჰარმონია, რომელიც 60-იანი წლების სრულიად პატრიარქალურ სპორტში წამყვანი ფიგურა ხდება.
კომენტარები