მედიცინამსოფლიო

ევროკავშირში მოქალაქეების აცრა უკვე დეკემბერში დაიწყება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომიისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის (Ursula von der Leyen) განმარტებით, გასულ კვირაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია ევროპის ქვეყნებში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო, ევროკავშირში COVID-19-ისგან ყოველდღე, საშუალოდ, 3 ათასი ადამიანი იღუპებოდა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ევროკომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ სიტუაცია შეიცვლება.

„ბოლოს და ბოლოს, ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს“, – დაწერა მან Twitter-ზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მოცემული მომენტისთვის უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას 6 მწარმოებელთან კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე. მისი თქმით, მოქალაქეების აცრის დაწყება უკვე დეკემბერის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

წევრი ქვეყნები ახლა უნდა მოემზადონ ვაქცინაციისთვის. ეს ჩვენი ბილეთია პანდემიისგან თავის დასაღწევად, – წერს ფონ დერ ლაიენი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close