კრიმინალისაქართველო

შაქარაშვილის საქმე: მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლე მაია ოშხარელმა საკუთარი გადაწყვეტილება 20 ნოემბერს სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გამოაცხადა.

სასჯელის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ლაშა შერმადინი – 5 წელი და 3 თვე, გიორგი მერაბიშვილი – 5 წელი და 3 თვე, ნიკოლოზ ცუცქირიძე – 5 წელი და 3 თვე, აკაკი ქვრივიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზ. ხ. – 6 წელი და 9 თვე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close