newsსაბერძნეთისპორტი

ბერძენმა მაშველებმა ფრანგი მთამსვლელი გადაარჩინეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 31 მარტს ოლიმპოს მთაზე ფრანგმა მთამსვლელმა ფეხი მოიტეხა და ხევში აღმოჩნდა, საიდანაც ამოსვლა ვერ მოახერხა. მართალია, მაშველები დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ, მაგრამ მალე დაღამდა და სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

პირველ აპრილს დილიდან მაშველებმა თავიანთი საქმიანობა გააგრძელეს და ნაშუადღევს 27 წლის ფრანგი მთამსვლელი საშიში ზონიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც მას ექიმებმა საავადმყოფოში პირველადი დახმარება გაუწიეს. საბედნიეროდ, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა და გვიან საღამოს ფრანგი სპორტსმენი თესალონიკის აეროპორტიდან თვითმფრინავით სამშობლოში გაფრინდა, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close