კრიმინალისაბერძნეთი

კიფისიაში ყაჩაღობა მოხდა – ბინის მეპატრონე მძიმე მდგომარეობაშია

დღეს, დილის ხუთ საათზე ყაჩაღობა მოხდა ათენში, კიფისიაში. ორი უცნობი პირი ბიზნესმენის სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა.

სახლის მეპატრონემ მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შეტაკების შედეგად 52 წლის ბიზნესმენმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, იგი იარაღის კონდახით არის ნაცემი. ამას გარდა, მას ორი ტყვია ესროლეს.

ყაჩაღობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბიზნესმენის მეუღლე და ორი შვილი. როგორც ექიმები აცხადებენ, მსხვერპლი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მძარცველების ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოხერხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close