ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) მდინარეზე გადებული ხიდი მაშინ გაირღვა, როდესაც მასზე მდგომი ტელეჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა.
ტელეარხ FOX 46-ის რეპორტიორი ემბერ რობერტსი ხიდზე იდგა და გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობაზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად, სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის იდგა, ხიდი შუაზე გაიპო და მისი ნაწილი ადიდებულ მდინარეში ჩაიშალა.
საბედნიეროდ, რეპორტიორმა და ოპერატორმა გვერდზე გახტომა მოასწრეს და არ დაშავებულან. ამასთან, მიუხედავად სტრესისა, მათ მუშაობა არ შეუწყვეტიათ – ჩვეულებრივად განაგრძეს პირდაპირი რეპორტაჟი.
კომენტარები