კრიმინალისაქართველო

მარტყოფში 19 წლის მოკრივე სასაფლაოზე მოკლეს

მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო. უთანხმოების მიზეზი, გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით, პირადი ფაქტორი გახდა.

16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ახლა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 16 წლის ბიჭს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება, გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე უცნობია, თუმცა ახლა გამოძიებას მხოლოდ ერთი დაკავებული ყავს, რომელსაც ბრალდება განზრახ მკვლელობას ედავება.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close