მედიცინამსოფლიო

ექსპერიმენტულმა საშუალებამ კიბოს უჯრედები ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე გაანადგურა

მეცნიერებმა შექმნეს კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი, რომელიც ე.წ. ტროის ცხენებით თავდასხმით სიმსივნის უჯრედებს თვითგანადგურებას აიძულებს, ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე.

მეთოდის საკვანძო საშუალებაა სპეციფიკური ამინომჟავით, სახელად L-ფენილალანინით დაფარული ნანონაწილაკი. ცნობილია, რომ ეს მჟავა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეთ მჟავას შორის, რომლებზეც დამოკიდებულია კიბოს უჯრედების ზრდა. L-ფენილალანინს ადამიანის ორგანიზმი თავად არ აწარმოებს – ხორციდან და სხვა ყოველდღიური საკვები პროდუქტებიდან იღებს.

თაგვებში ტესტირებისას ნანონაწილაკმა, სახელად Nano-pPAAM-მა კიბოს უჯრედები სპეციფიკურად და ეფექტიანად გაანადგურა; თავიდან ის მეგობრული ამინომჟავასავით ჩანს, იქამდე ვიდრე კიბოს უჯრედებს საკუთარი თავის განადგურებას აიძულებს.

თვითგანადგურების რეჟიმი მაშინ ირთვება, როდესაც ნანონაწილაკი გარკვეული ქიმიური ნივთიერებების, რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს. ეს კი საკმარისია კიბოს უჯრედების განადგურებისთვის, ამავე დროს. მეზობელი, ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი რჩება.

„ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, ჩვენი მიდგომა მოიცავს ნანომასალის წამლის სახით გამოყენებას წამლის მატარებლის ნაცვლად“, – ამბობს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მასალების მეცნიერი დალტონ ტრეი.

მისივე თქმით, ამინომჟავა L-ფენილალანინი ტროის ცხენის სახით მოქმედებს – ნანოსამკურნალო საშუალება ამ საფარველით არის შენიღბული.

აღმოჩნდა, რომ Nano-pPAAM-მა თაგვებში მოკლა ძუძუს, კანის და კუჭის კიბოების 80 პროცენტი, დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე ქიმიოთერაპიული პრეპარატები კლავენ (მაგრამ ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, მთელი რიგი გვერდითი ეფექტის გარეშე). კიბოს უჯრედებისათვის სახიფათო ეს ნაწილაკი ეფუძნება სილიციუმის დიოქსიდის ნანონაწილაკს, რომელიც აშშ-ის საკვების მარეგულირებლების მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანისთვის უსაფრთხო.

ადამიანებში შემოწმებამდე ჯერ გარკვეული ეტაპია გასავლელი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში და ისიც თაგვებზე შემოწმდა, ადრეული შედეგები იმედისმომცემია და წარმოადგენს ერთ-ერთ გზას იმ რამდენიმე მეთოდს შორის, რომლითაც მეცნიერები კიბოს დამარცხებას ცდილობენ.

კვლევა ჟურნალ Small-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

შემოკლებული ვერსია

სრული ვერსია იხ. 1tv.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close