იტალიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, 30 წლის მარიო ბალოტელი 27 წლის მსახიობსა და მოდელ ალესია მესინაზე დაინიშნა.
ბალოტელიმ იტალიურ ჟურნალ Chi-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Big Brother-ის ყოფილ მონაწილესა და მოდელ ალესია მესინაზე დაინიშნა იმის მიუხედავად, რომ ისინი მხოლოდ ერთი თვეა, რაც ერთმანეთს იცნობენ. ფეხბურთელი ორი კვირის წინ სიცილიაზე ალესიას მშობლების გასაცნობად ჩავიდა.
ბალოტელი ამჟამად ახალი კლუბის ძიებაშია მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ „ბრეშიამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას „ჯენოამ“ და „კომომ“ შესთავაზეს თანამშრომლობა.
კომენტარები