fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

უკრაინაში ავიაკატასტროფის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

ხარკოვის ოლქში ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვლადიმირ ზელენსკიმ ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი კურსანტი საავადმყოფოში მოინახულა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გადარჩენილმა კურსანტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროს კატასტროფის დეტალები გაიხსენა.

გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა – მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები.

ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი გადარჩენილი კურსანტი კი საავადმყოფოში მკურნალობს.

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close