fbpx
იტალიაპოლიტიკა

ბერლუსკონის ტესტმა კორონავირუსზე ისევ დადებითი შედეგი აჩვენა

პოლიტიკოსი ისევ იზოლაციაში რჩება

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, ინფიცირებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, Covid-19-ზე ისევ დადებითია.

სააგენტო Ansa-ს ცნობით, რომელიც Corriere della Sera-ს ინფორმაციას ეყრდნობა, Forza Italia-ს ლიდერის ბოლო ტესტმა უჩვენა, რომ ვირუსი მის ორგანიზმში ისევ არის, თუმცა, როგორც გაზეთი წერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოჯახი და მეგობრები დაამშვიდა, რომ თავს კარგად გრძნობს: „სიმპტომები არ მაქვს. თავს ვგრძნობ, როგორც ლომი – გალიაში“.

პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს პროფესორი ალბერტო ძანგრილო, რომელიც მისი პირადი ექიმია.

ბერლუსკონიმ დაახლოებით 10 დღის წინ დატოვა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფო, სადაც ფილტვების ორმხრივი ანთებით 3 სექტემბერს მოთავსეს. 29 სექტემბერს პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერს 84 წელი უსრულდება, თუმცა არანაირი წვეულება დაგეგმილი არ არის, რათა კონტაქტის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოირიცხოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close