რას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაქართველო

„მე ძლიერ მიყვარს ვარდისფერ თოვლის…“

გაგახსენდათ გალაკტიონი? არა, არაფერი შეგვშლია, გალაკტიონი იისფერ თოვლზე კი წერდა (სხვათა შორის, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრ იოზე იისფერი „თოვლი“ მოდის), მაგრამ პერიფრაზი გავაკეთეთ.

გალაკტიონის ეს უკვდავი ლექსი კი აჭარაში, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილზე მომხდარმა უჩვეულო მეტეოროლოგიურმა მოვლენამ გაგვახსენა: სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ადმინისტრაციამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ  გოდერძის უღელტეხილზე ვარდისფერი თოვლია.

რა მოხდა?

საქმე ის არის, რომ არაბეთიდან და აფრიკიდან წამოსულმა სილიანმა ჰაერის მასებმა გუშინ საქართველოში შემოაღწია და ცა გააყვითლა. გოდერძიზე თოვლის გავარდისფრების მიზეზი კი წვიმა გახდა, რომელშიც უდაბნოს სილის ნაწილაკები იყო შერეული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close