ჯანმრთელობასაბერძნეთი

უფასო სამედიცინო მომსახურება ათენში მათთვის, ვისაც დაზღვევა არ აქვს

მათთვის, ვისაც სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ შესაბამისი დაზღვევა არ აქვს, ათენის მუნიციპალიტეტი უფასო გამოკვლევის საშუალებას იძლევა. ამ მიზნით ფუნქციონირებს საავადმყოფო, სადაც პაციენტებს კვალიფიციური თერაპევტები, პედიატრები, კარდიოლოგები, გინეკოლოგები, ფსიქიატრები და სხვა სპეციალობის ექიმები ემსახურებიან.

უფასო სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელი პირობაა, გქონდეთ AMKA (საზოგადოებრივი დაზღვევის რეგისტრაციის ნომერი). დაწესებულების ექიმებს შეუძლიათ პაციენტებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარონ, ან საზოგადოებრივ საავადმყოფოებში გამოკვლევისათვის საჭირო დანიშნულება გასცენ.

შესაბამისი სპეციალობის ექიმთან შეხვედრის დასანიშნად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე: 2108836200, ან მიბრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ხანიონ 4ბ (Χανίων 4Β), პატისიონის ქუჩის გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერება „კეფალონიასთან“. ვიზიტის დასანიშნად საჭიროა, რომ AMKA-სთან ერთად თქვენი სახელი და გვარიც ჩაანიშნინოთ.

სამედიცინო დაწესებულება მუშაობს დილის 8-იდან საღამოს 8 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close