საზოგადოებასაქართველო

საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება, – აცხადებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩება და საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით „გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად“, – ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ბოლო ორი კვირის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მხედველობაში მაქვს ჩვენი ყოველდღიური საშუალო, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 – 100 ათას მოსახლეზე. ჩვენი ზღურბლი არის 5, აქამდე. ამ თვალსაზრისით საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ზრდა და ეს ზრდა ჩვენ ყველამ ერთად, სახელმწიფოსთან, ექიმებთან და მოსახლეობასთან ერთად უნდა შევაკავოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელიც – აგვისტოში საშუალო დღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო 4665, სექტემბერში – 7961.

„მაგრამ 4 სექტემბრიდან მოყოლებული, დღემდე, საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8259“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close