მსოფლიოსაზოგადოება

ლენინს დამარხავენ?

რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა კონკურსი გამოაცხადა მავზოლეუმის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, ვლადიმირ ლენინის ცხედრის გარეშე.

კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს მიიღეს, მაგრამ სპეციალური დებულება მხოლოდ 11 სექტემბერს გამოქვეყნდა. რაც შეეხება კონკურსს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ის მოსკოვში 11-13 ნოემბერს ჩატარდება.

კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ლენინის ცხედრის არსებობა ეწინააღმდეგება ხსოვნის შესახებ თანამედროვე შეხედულებას და წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ტრადიციის დარღვევას.

გამჭვირვალე სარკოფაგში მოთავსებული ლენინის სხეული მავზოლეუმში 1924 წლიდან ინახება. თავდაპირველად ფანერის ნაგებობაში ესვენა პროლეტარიატის ბელადი, 1930 წლის ოქტომბრიდან კი აიგო გრანიტის მავზოლეუმი. შენობაში მუშაობს ლენინის ცხედრის შენახვაზე პასუხისმგებელი ლაბორატორია.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close