მსოფლიოკრიმინალი

სერიულმა მკვლელმა ექთანმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

ყოფილმა ექთანმა ნილს ჰოგელმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 85 პაციენტის მკვლელობისთვის, განაჩენი გაასაჩივრა. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

ჰოგელს გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის სასამართლომ განაჩენი 2019 წლის ივნისში გამოუტანა. მან 2000-იდან 2005 წლამდე პერიოდში ოლდენბურგისა და დელმენჰორსტის საავადმყოფოებში პაციენტები სიცოცხლეს გამოასალმა.

ექთანი მწოლიარე პაციენტებს წამლის დიდ დოზას უკეთებდა. პრეპარატები გულის არითმიას, კუჭის ფიბრილაციას და ჰიპოტონიას იწვევდა, რის გამოც ისინი რეანიმაციაში ხვდებოდნენ და ფოგელი მათ „გადასარჩენად“ იბრძოდა. მისი თქმით, ამით სურდა ადმინისტრაციისა და კოლეგებისთვის ეჩვენებინა ადამიანების რეანიმირების საკუთარი უნარები, თანაც ასე, მისი თქმით, მოწყენილობას ებრძოდა, აგრეთვე, მოსწონდა შეგრძნება, რომელიც სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების მობრუნებისას ეუფლებოდა. ჰოგელის „ექსპერიმენტის“ შედეგად, სულ მცირე, 85 ავადმყოფი წამლის გადამეტებული დოზის მოქმედების შედეგად დაიღუპა.

ცნობისათვის, ჰოგელმა 55 პაციენტის მკვლელობა აღიარა. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მანიაკი ექთნის მსხვერპლთა რიცხვი 100-ს აჭარბებდა, თუმცა გარდაცვლილი პაციენტების ნაწილის კრემაციის გამო ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა. საბოლოო ჯამში სასამართლომ ბრალდებული 85 ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს სასამართლომ მანიაკი ექთნის განაჩენის აპელაცია არ დააკმაყოფილა, რადგან 2019 წლის ივნისში ქალაქ ოლდენბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინა.

ამავე თემაზე: 85 ადამიანის მკვლელობისთვის ექიმის თანაშემწეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close