პოლიტიკასაქართველო

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია – მისი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close