იტალიასაზოგადოება

იტალიის ჩრდილოეთში ძლიერი უამინდობა გრძელდება, ხის დაცემის შედეგად 3 და 14 წლის 2 გოგონა დაიღუპა

სამხრეთში კი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან

საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 გოგონა, 3 და 14 წლის დები, რომლებმაც მათ კარავზე ხის დაცემის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ისინი ღამეს ათევდნენ კემპინგზე მარია დი მასაში (Massa e Carrara), როდესაც ძლიერი ქარიშხლისგან მოგლეჯილი ხე კარვის იმ ნაწილს დაეცა, სადაც ბავშვებს ეძინათ. გოგონების დედა და მესამე, 19 წლის და საავადმყოფოში იმყოფებიან მსუბუქი დაზიანებებით.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 118-ის მედიკოსები, სასწრაფო დახმარების მანქანა მასიდან, კარაბინერები და მაშველები; გამოიძახეს Pegaso-ს სამაშველო ვერტმფრენიც, თუმცა მან ძლიერი ქარის გამო დაჯდომა ვერ შეძლო.

Massa e Carrara-ს პროკურატურამ მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო.

როგორც გამოცემა „ანსა“ წერს, გარდაცვლილი გოგონები მაროკოული წარმოშობის იყვნენ. იტალიის რეზიდენტი მაროკოელების ოჯახი ტურინში ცხოვრობს, ისინი ტოსკანაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, სადაც ოჯახის წევრებმა კემპინგზე ბუნგალო იქირავეს და მეტი ადგილისთვის გვერდით საბედისწერო კარავი გაშალეს.

მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე:

„ორი დის ტრაგიკულმა სიკვდილმა, რომლებიც მარინა დი მასაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, ძალიან შეგვძრა. დასვენება ტრაგედიად გადაიქცა. გულითადად ვუსამძიმრებთ მშობლებს და მთელ ოჯახს“, – დაწერა ჯუზეპე კონტემ ტვიტერზე.

ჩრდლოეთში უმინდობა გრძელდება – ქარიშხალი, ძლიერი წვიმა და სეტყვა. სესტრიერეში 2400 მ სიმაღლეზე თოვლი მოვიდა.

ამ დროს კი ქვეყნის სამხრეთში სიცხის გამო ხანძრებს ებრძვიან. მეხანძრეთა ბრიგადები შეუჩერებლად მუშაობენ სიცილიაზე, ტრაპანისა და პალერმოში ხანძრების სალიკვიდაციოდ.

ტურისტული სოფლიდან, ბაია სანტე მარგერიტადან და რამდენიმე სახლიდან ადამიანები გამოიყვანეს. პალერმოში ხანძარი მძვინვარებს ალტოფონტეს რაიონში, სადაც გასულ ღამეს 100 ადამიანი გამოიყვანეს საკუთარი სახლებიდან სერიოზული სფრთხის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close