კინო/ფილმებისაქართველო
თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფილმში გადაიღებენ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მალე ფილმში ვიხილავთ.
ამ საქმეს ხელი რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მოჰკიდა. ისტორიულ-რომანტიკულ-ფანტასტიკური ფილმის გადაღება ხომასურიძემ უკვე დაიწყო. თენგიზ ცერცვაძე ფილმში საკუთარ თავს ითამაშებს. „ის ახლანდელ დროშიც იქნება და წარსულშიც“, – აცხადებს რეჟისორი. მისივე თქმით, ცერცვაძე სიამოვნებით შეუერთდა მათ კამპანიას.
ძირითადად, ფილმი საფრანგეთიდან დაბრუნებულ წყვილზეა, რომელიც პანდემიის გამო ერთმანეთს ვერ ხვდება, სუნთქვითი ვარჯიშებით კი, ისინი დროში გადაადგილებას სწავლობენ და ქართულ ისტორიულ პერსონაჟებს ხვდებიან. პირველი, ვისაც ერთ-ერთი გმირი კომიდან გამოსვლის შემდეგ დაინახავს, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება.
პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.
info9.ge
კომენტარები