მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმფსონებმა დონალდ ტრამპის სიკვდილი

ამერიკული ანიმაციური სიტკომი „სიმფსონები“, რომელიც მეტ გრენინგის მიერ არის შექმნილი, მორიგ სკანდალში გაეხვია. მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიკვდილის წინასწარმეტყველებას აბრალებენ. 

Twitter-ზე ვირუსულად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა „სიმფსონებმა“ დონალდ ტრამპის სიკვდილის ზუსტი თარიღი დაასახელა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 2020 წლის 27 აგვისტოს მოკვდება. Twitter-ზე ასევე გამოსახულია ტრამპის სურათი, სადაც ის კუბოში წევს.

ყალბ ინფორმაციას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

„მოკვდა ტრამპი, როგორც სიმფსონებმა თქვეს?“ – წერს ერთი მომხმარებელი.

„ახლახან გავიგე, სიმფსონებს უწინასწარმეტყველებიათ, რომ დონალდ ტრამპი ხვალ მოკვდება“, – დაწერა მეორე კომენტარის ავტორმა.

ანიმაციური სიტკომის მწერლის, ბილ ოკლის თქმით, „სიმფსონებს“ დონალდ ტრამპის სიკვდილი არ უწინასწარმეტყველებია. მან ასევე აღნიშნა, რომ სურათი, სადაც ტრამპი კუბოში წევს, ისეა დახატული, თითქოს „სიმფსონების“ ეპიზოდს ეკუთვნის, თუმცა ეს ასე არ არის.

უკვე დიდი ხანია „სიმფსონებს“ აბრალებენ, თითქოს ანიმაციური სერიალი რეალური ცხოვრების მოვლენებს წინასწარმეტყველებს.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close