მსოფლიოnewsსაზოგადოება

ქარიშხალ „ლაურას“ ლუიზიანაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ქარიშხალ „ლაურას“ ლუიზიანაში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არის 14 წლის გოგონა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც სიენენი წერს, ამჟამად „ლაურა“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შესუსტდა. ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა განაცხადა, რომ ქარიშხალმა არ მოიტანა კატასტროფული ზარალი, რომელიც მოსალოდნელი იყო, თუმცა შტატისთვის მიყენებული ზარალი მაინც დიდია.

ქარიშხალი „ლაურა“ ლუიზიანის შტატის სანაპიროს დღეს დაატყდა თავს. მანამდე ციკლონმა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გადაუარა, სადაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. მხოლოდ ჰაიტიზე გარდაცვლილია, სულ მცირე, 21 ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close