„ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ოთახიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა…” – სკანდალური ჩვენება მსახიობ ლაშა კუხიანიძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით
მსახიობი ლაშა კუხიანიძე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ჟურნალ „სარკის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
როგორც ჟურნალი წერს, ლაშა კუხიანიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა და ძალიან ბედნიერი იყო.
ლაშა მსახიობი იყო, ბათუმის დრამატულ თეატრში თამაშობდა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამომძიებლის როლს ასრულებდა.
მეგობრები ახალგაზრდა კაცს უკონფლიქტო, ჰუმანურ და ძალიან ნიჭიერ მსახიობად ახასიათებენ.
მსახიობი ქუთაისში 16 აგვისტოს დაკრძალეს და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
როგროც „სარკე“ წერს, საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა. ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ოთახიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა და ნომერში ინვენტარი დაზიანებული იყო, თუმცა ჟურნალი აღნიშნავს, რომ ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა და ზუსტი პასუხი ოჯახის წევრებს გამოძიებამ უნდა გასცეს.
itar.ge
კომენტარები