პოლიტიკასაქართველო

საქართველომ ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა – ფილიპ ბრიდლავი (ვიდეო)

რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს, – ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ის რუსეთის მიერ ე.წ. „რუსული ვეტოს“ გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.

„საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა“, – ასეთია ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლისა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარის პოზიცია.

ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, საქართველოზე მეტი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის არავის გაუღია. ამ თემაზე გადამდგარმა გენერალმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას განაგრძობს, გენერალმა უპასუხა, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close