საზოგადოებასაქართველო

რამდენი ვითომ თავმოყვარე ქართველი „ვაჟკაცი“ ვიცი, ემიგრანტ გოგოებს ცოლობას რომ ჰპირდება და ფულებს აგზავნინებს – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თავის ფესბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს და ქართველ ემიგრანტ ქალებს ურჩევს, „თავმოყვარე ქართველ ვაჟკაცებს“, რომლებიც მათ ცოლად მოყვანას ჰპირდებიან, ფული არ გამოუგზავნონ, რათა უნებურად თაღლითობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ:

„ნიგერიელებმა ვიღაც ქალს ფულები აგზავნინეს ფეიკ შეყვარებულისთვისო და დაუჭერიათ თაღლითობისთვის ეს ნიგერიელები. არადა რამდენი ასეთი ვითომ თავმოყვარე ქართველი „ვაჟკაცი“ ვიცი ემიგრანტ გოგოებს ცოლობას რომ პირდება და „სანამ მოიყვანს“, მანამდე ფულებს რომ აგზავნინებს ხან რა და ხან რა მიზეზით, ეს არაა თაღლითობა და დასჯადი ქმედება ნეტა? გოგოებო, ნუ უგზავნით ფულს ემიგრაციიდან თქვენს ვითომ შეყვარებულებს. აბა არ გამოუგზავნოთ და უცებ მიხვდებით უყვარხართ თუ არა. ისე კი მე გეტყვით სანამ გადაამოწმებთ – თქვენნაირი 9 ყავთ ეგეთებს და ისევე აბოლებენ როგორც თქვენ ბოლდებით. არ გჯერათ? დაადებინეთ თქვენი საერთო ფოტო თავის ფბ-ზე აბა?! პ.ს. ძალიან მეცოდებიან ასეთი გოგოები მაგრამ ტვინიც უნდა დააყოლო როცა უცნობს „ცოლად მიყვები“, – წერს მაკა რაზმაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close