კრიმინალისაქართველო

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – ელექტროშოკერი და შეცვლილი მაისური

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი იკვეთება. გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა.

დედის განმარტებით, ბაჩალიაშვილი მისმა მეზობლებმა ნახეს, რომლებმაც შემდგომ უთხრეს, რომ მას შავი ფერის ზედა ეცვა. ამასთან, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს ეცვა თეთრი ფერის ზედა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ გოლთეთის მკვიდრები, სადაც ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, ასევე მუქი ფერის ზედაზე საუბრობენ.

მან ასევე მოჰყვა, რომ თამარმა მამას ელექტროშოკის შოვნა გარდაცვალებამდე 5-6 თვით ადრე სთხოვა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარის დედა ამბობს, რომ მის შვილს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით უნდოდა.

როგორც დედას თეთრიწყაროს პოლიციაში განუმარტეს, ეს ელექტროშოკი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იყო ნაპოვნი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს. ტე­ლე­კომ­პა­ნია „360 გრა­დუს­ში“ სა­უბ­რი­სას თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ნას „ამა­ზო­ნი­დან“ ჰქონდა შემოთავაზება.

„არ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და ვა­კუ­უმ­ში ვარ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი კა­ფან­და­რა და უწყი­ნა­რი გოგო უღვთოდ მო­ეკ­ლათ?

მე გა­მოვ­რი­ცხავ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, ჩემს თა­მუ­ნას უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე, ოც­ნე­ბობ­და, ამ­ბი­ცი­უ­რი ბავ­შვი იყო, დიდი მიზ­ნე­ბი ჰქონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და „ამა­ზო­ნი­დან“ მაქვს შე­თა­ვა­ზე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა არ დავ­კარ­გოო. რა­ტომ მო­იკ­ლავ­და თავს ჩემი შვი­ლი?! გთხოვთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და გა­მო­ძი­ებ­საც, რომ კონ­სე­სუ­სამ­დე მი­დით და და­მეხ­მა­რეთ, რომ არ ამომ­ხდეს სული ჩემი შვი­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ სიკ­ვდილ­ზე“, – თქვა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

იგი არ გამორიცხავს, რომ მისმა შვილმა საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა.

„არ ვამ­ბობ, რომ უშუ­ა­ლოდ სამ­სა­ხურ­ში მოხ­და რა­ღაც. თა­მუ­ნა იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი და და­უ­ო­კე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რობ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გა­რე­შე, რომ ხომ არ მოხ­და მისი ლიკ­ვი­და­ცია. მე გუ­შინ ისიც წა­ვი­კი­თხე, რომ საფ­რან­გეთ­ში ვი­ღაც ლექ­ტო­რის­გან ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც თა­მუ­ნას ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და სწავლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სთა­ვა­ზობ­და, ოღონდ იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორც პერ­სპექ­ტი­უ­ლი სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ თა­მუ­ნამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ვფიქ­რობ, რა­ღა­ცის ში­შის გამო. იმ­დე­ნად უნ­დო­და ევ­რო­პა­ში სწავ­ლა, რომ ამა­ზე უარი არ თქვა. ის რა­ღაც ტე­რო­რის ქვეშ იყო და ამი­ტომ თქვა უარი, არ ვუ­კავ­ში­რებ ამას არც სამ­სა­ხურს… კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ისე არ მინ­და მოვ­კვდე, რომ არ გა­ვი­გო, რას შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი”, – გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close