საზოგადოებასაქართველო

რა ვითარებაა რაჭაში სტიქიის შემდეგ (ვიდეო)

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გარესამყაროს მოწყვეტილია 2000-მდე ადამიანი, მათგან 1500 ადგილობრივი მცხოვრებია, 500-ზე მეტი კი – დასასვენებლად ჩასული სტუმარი.

ქალაქ ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. გარესამყაროს მოწყვეტილ მოქალაქეებთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

სტიქიის ზონაში სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენს ელოდებიან, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, სოფლებში მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ჩაიტანენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close