მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ჩინეთში ქალმა ტყუპი ბიჭი 10 წლის შუალედით გააჩინა

ჩინეთში ქალმა ტყუპი გააჩინა, თუმცა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი, სახელად ვანი, ბავშვს 5 წლის განმავლობაში ვერ აჩენდა, რის გამოც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა. პირველად ის კლინიკაში 2009 წელს მივიდა და შემდეგ წელს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ლუ ლუ დაარქვეს.

როცა ვანი უკვე 41 წლის იყო, ლუ ლუმ მშობლებს უთხრა, რომ და ან ძმა უნდა. ოჯახმა კვლავ მიმართა იმ კლინიკას, რომლის დახმარებითაც პირველი შვილი გაუჩნდათ. აღმოჩნდა, რომ იქ 2009 წლიდან წყვილის ემბრიონები ინახებოდა, რომელთა გენეტიკური მასალა ლუ ლუს დნმ-ის იდენტური იყო. შესაბამისად, გაჩენილი ბავშვი ბიჭის ტყუპისცალი იქნებოდა.

ვანმა მეორე ვაჟი 2020 წლის 16 ივნისს გააჩინა. მშობლებმა მას ტონგ ტონგი დაარქვეს. ბიჭი თავს კარგად გრძნობს და აბსოლუტურად ჯანმრთელია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close