მსოფლიოnewsსაზოგადოება

აშშ-ში ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი გარდაიცვალა

აშშ-ში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟი სერგეი ხრუშჩოვი.

ემიგრაციამდე სერგეი ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირში მუშაობდა ბალისტიკური რაკეტებისა და კოსმოსური აპარატების შექმნაზე. იგი იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის პრემიის ლაურეატი.

90-იანი წლების დასაწყისში სერგეი ხრუშჩოვი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც „ცივი ომის“ შესახებ ლექციებს კითხულობდა პრესტიჟულ, ბრაუნის უნივერსიტეტში. 1999 წელს მან აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

სერგეი ხრუშჩოვს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი მამის, ნიკიტა ხრუშჩოვის შესახებ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close