იყო თუ არა რუსეთის სახელოვანი იმპერატორი პეტრე I ქართველი? (ვიდეო)
რუსეთის უკანასკნელმა მეფემ და პირველმა იმპერატორმა პეტრე პირველმა სამეფო ტახტი 1682 წელს, 10 წლის ასაკში, დაიკავა. ახალგაზრდა მეფის სახელს უკავშირდება რუსეთში მასშტაბური რეფორმების გატარება და ქვეყნის ტერიტორიების გაფართოება.
დიდი ხანია, გრძელდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მამა. ჭორის დონეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ თანდათან პუბლიცისტიკაში და ისტორიოგრაფიაშიც გადაინაცვლა.
ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდა დედოფლის საყვარელი ქართველი უფლისწული ერეკლე გახლდათ, რომელიც რუსეთის პირველი იმპერატორის მამად მიიჩნევა და რომელიც მოგვიანებით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე პირველი გახდა.
როგორც ამბობდნენ, არსებობდა წერილები, რომლებიც პეტრეს ქართულ წარმომავლობას ადასტურებდა, მაგრამ ეს დოკუმენტები სტალინის მმართველობის დროს გაქრა.
კომენტარები