ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში 21 წლის ქართველმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ფაქტის შესახებ წერს: მისი ინფორმაციით, საბერძნეთში 21 წლის ქართველმა ემიგრანტმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„თავი მოიკლა ემიგრანტმა 21 წლის ლია ადამაძემ საბერძნეთში.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

როცა დედას შვილი უკვდება, მისი ცხოვრება იმ ერთადერთის სუნთქვის გაჩერების მომენტიდან ჩერდება…

დედის გული ტკივილს არ წყვეტს, თუმცა წყვეტს ფეთქვას, დედის თვალი სამყაროს ხედავს ლამაზად, თუმცა მაინც ბრმავდება, თავისუფლად სუნთქავს, თუმცა მთელი სამყაროს ჟანგბადი არ ჰყოფნის.

იქ, სადღაც, ტკივილი არ ყუჩდება, მონატრება არ ქრება, დაჯერება შეუძლებელია და ამის მერე უნამუსოდ უნდა ვთქვათ, რომ ცხოვრება გრძელდება?

– არა! როცა დედას შვილი უკვდება, ცხოვრება არ გრძელდება, ცხოვრება მიდის თავისთვის და დედა მარტოა, თუნდაც გარს მთელი კაცობრიობა ეხვიოს“, – წერს შოთო სიხარულიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close