ეკონომიკამსოფლიოსაქართველო

EMERGING EUROPE-ის რეიტინგით, თბილისი ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა

Emerging Europe-ის 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით თბილისი პირველ ადგილზეა. გამოცემის თქმით, თბილისი ლოკაციის ექსპერტების მხრიდან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

„საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების თავისუფლების რეიტინგში ყოველთვის სათავეშია. 2019 წელს ქვეყანა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა, იმ პირდაპირი და მარტივი მეთოდების გამო, რომლებითაც ახალ ბიზნესებს ქვეყანაში დარეგისტრირება შეუძლია“, – წერს გამოცემა.

Emerging Europe-ს თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვები მოჰყავს:

„ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენს მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისი აღიარებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი პოტენციალით სავსე ადგილმდებარეობა და გვიხარია, რომ ხაზი გაესვა ქალაქში არსებულ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. ეს ჯილდო ნამდვილად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას. ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით თბილისის, როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის, უპირატესობაში“.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close