კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს – ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)
ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.
ეპიდემია ახალი დაწყებულია. მოქმედება ლიფტში ხდება, სადაც ერთად აღმოჩნდებიან ერთი სახლის 6 მცხოვრები და ჩინელი გოგონა. მას ყველა ეჭვის თვალით უყურებს და ამ დროს ლიფტი ავარიულად ჩერდება…
„ფილმის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ლიფტით ვმგზავრობდი და ჩინელი ტურისტების მიმართ საზოგადოების აგრესიულობაზე ნიუსს ვკითხულობდი“, – ჰყვება რეჟისორი.
გადაღებები თებერვალში მიმდინარეობდა კანადის ვანკუვერში, პავილიონში. იმ დროს კეშვარი ვერც წარმოიდგენდა, თუკი COVID-19 გლობალურ პანდემიად იქცეოდა.
როგორც რეჟისორი ამბობს, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა რასობრივი დისკიმინაციის პრობლემა. „ვირუსი არ განასხვავებს ეროვნების მიხედვით და ადამიანები რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას?“ – ამბობს მოსტაფა კეშვარი.
ფილმს ონლაინ კინოთეატრები უკვე უჩვენებენ. მისი ხანგრძლივობაა საათი და 3 წუთი.
funtime.ge
კომენტარები