მედიცინაიტალია

ევროკავშირში COVID-19-ის ვაქცინის 400 მლნ დოზის მიღებას გეგმავენ 

ევროკავშირის ოთხი ქვეყნის – იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფარმაცევტულ კომპანია Astrazeneca-სთან კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მლნ დოზის მიღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 13 ივნისს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

სპერანცა ხაზს უსვამს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ვაქცინა ევროკავშირის მთელი მოსახლეობისთვის იქნება განკუთვნილი, „რადგანაც ვაქცინა არის COVID-19-ის [პრობლემის] ერთადერთი განსაზღვრული მოგვარება“ და „გლობალური საზოგადოებრივი მონაპოვარი, რომელზეც ყველას აქვს უფლება“.

მანამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვალტერ რიჩარდიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესში ევროპელი მკვლევარები უსწრებენ თავიანთ კოლეგებს აშშ-იდან. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებსა და მათი იტალიელი კოლეგების (პომეციადან) ერთობლივი საქმიანობა და სწორედ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის რეალიზაცია მოხდება სხვებზე ადრე.

სპერანცას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვაქცინის შემუშავება შემოდგომისთვის დასრულდება და პირველი დოზები იტალიასა და ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close