პოლიტიკასაქართველო

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

გუშინ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბრალი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის.

„გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერში არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.

მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება. კანონდარღვევის ბრალდება დიპლომატიურ მისიას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაშინ წაუყენა, როცა 20 ივნისის მოვლენებს იხსენებდა. ინტერვიუს ამ ნაწილს თავად ამერიკის ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანმა სანიკიძის განცხადებას აბსურდი და ტყუილი უწოდა. განცხადებამ მძიმე რეაქციები გამოიწვია დანარჩენ ოპოზიციაშიც. არცთუ შორეულ წარსულში მწვავე ოპონენტებმა და დღეს უკვე თანამოაზრეებმა სანიკიძეს სერიოზულობისკენ მოუწოდეს. „ეს ბიჭი ჩვენთან აღარ არის და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, – ასე გამოეხმაურა, მაგალითად, სანიკიძის განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გუბაზ სანიკიძის პარტიული ლიდერი იყო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close